Floor
იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „პრემიუმი“ (მცურავი იატაკი)
ყველაზე პოპულარული სისტემა ფასი-შედეგის კოეფიციენტიდან გამომდინარე. ეს კატეგორია ხშირად გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სახელმწიფო დაწესებულებებში. სისტემა ამცირებს დარტყმითი და საჰაერო ხმაურის გადაცემას ქვედა სართულზე არსებულ ოთახებში და სხვა სივრცეებში. იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „პრემიუმი“-ს დარტყმითი ხმაურის გაუმჯობესების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 31 დეციბელს
იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „პრემიუმ აკვა“ (მცურავი იატაკი)
სისტემა კატეგორიით „პრემიუმ-აქვა“ განსხვავდება სისტემა „პრემიუმი“- სგან იმით რომ, ის გამოიყენება სველ წერტილებში და მისი დარტყმითი ხმაურის გაუმჯობესების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 28 დეციბელს
იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „სუპერ-პრემიუმი“ (მცურავი იატაკი)
მაღალი დონის პროფესიონალური სისტემა სართულების გადახურვებს შორის ხმის გადაცემის შესაჩერებლად. ეს კატეგორია ხშირად გამოიყენება კომერციულ, საგანმანათლებლო და გასართობი ცენტრების მსგავს დაწესებულებებში რომლებიც გამოირჩევიან ხმაურის მაღალი დონით. სისტემა ამცირებს დარტყმითი და საჰაერო ხმაურის გადაცემას ქვედა სართულზე არსებულ ოთახებში და სხვა სივრცეებში. იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „სუპერ-პრემიუმი“-ს დარტყმითი ხმაურის გაუმჯობესების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 40 დეციბელს
იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „ბუნკერი“ (მცურავი იატაკი)
ნებისმიერი სიხშირის ყველახე ეფექტური და მაღალი კატეგორიის საჰაერო და დარტყმითი ხმის იზოლაციის და დახშობის სიტემა. რეკომენდირებულია და ხშირად გამოიყენება: უმაღლესი კომფორტის კატეგორიის ბინებში, დაწესებულებებში სადაც უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, საინჯინრო დანადგარების ინსტალაციების ადგილებზე, კინოთეატრებსა თუ საკონცერტო დარბაზებში, რესტორნებში, კაფეებში, გასართობ ცენტრებში და ა.შ... იატაკის ხმის იზოლაცია კატეგორია „ბუნკერი“-ს დარტყმითი ხმაურის გაუმჯობესების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 44 დეციბელს
კედლები
კედლების ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა კატეგორია „პრემიუმი“
„პრემიუმ“ კლასის ხმის იზოლაციის სისტემა არის პირველი დონის სისტემა. რეკომენდირებულია მრავალბინიან საცხოვრებელი სახლებისთვის და ასევე კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის. მისი გამოყენებით თქვენ მიაღწევთ თქვენს საცხოვრებელ სივრცეში ყველა ხმის დონის სტანდარტების დაცვას და ამ სისტემის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ საჰაერო ხმისგან დაცვის ინდექსს Rw = 57-59 დეციბელს.
კედლების ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა კატეგორია „სუპერ-პრემიუმი“
კედლების ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა კატეგორიით „სუპერ-პრემიუმი“ არის მაღალი საფეხურის სისტემა. რეკომენდირებულია გამოსაყენებლად: უმაღლესი კომფორტის მრავალბინიან საცხოვრებელ ბინებში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, საავადმყოფოებში, გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში და ა.შ... აღნიშნული სისტემა იძლევა საუკეთესო საჰარო ხმის იზოლაციის ეფექტს და ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ყველანაირ სტრუქტურულ ხმაურს ვისკოელასტიური მემრანის „Tecsound“ ის გამოყენებით. ამ სისტემის საჰაერო ხმისგან დაცვის ინდექსი შეადგენს Rw = 60-64 დეციბელს.
კედლების ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა კატეგორია „ბუნკერი“
ველაზე მაღალი დონის კედლების ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა. თუ თქვენ გინდათ გქონდეთ იდეალური კომფორტი და სიჩუმე თქვენს საარსებო სივრცეში იმისდა მიუხედავად თუ რა ხვდება თქვენს გარშემო, მაშინ ეს სისტემა თქვენთვისაა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც საცხოვრებელ ბინაში ასევე სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებში როგორებიცაა: ხმის ჩამწერი სტუდიოები, საკონფერენციო დარბაზები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, რესტორნები, კარაოკე ბარები და ა.შ... სისტემა „ბუნკერი“ ამცირებს ყველა სიხშირის დიაპაზონის ხმის გადაცემას კედლებისა და იატაკის საშუალებით. საჰაერო ხმის შემცირების ინდექსით Rw = 68-71 დეციბელი, რაც ადამიანის ყურის სმენისთვის აღუქმელ მაჩვენებელს შეადგენს. P.S. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს მომიჯნავე სივრცეებში 4 ქორწილი რო ჩატარდეს ერთდროულად, თქვენ ეს არ შეგაწუხებთ უბრალოდ იმიტომ რომ, თქვენ ამას ვერ გაიგებთ.
კედლის უკარკასო ხმის საიზოლაციო სისტემა „სლიმ-პრემიუმ“
სისტემა „სლიმ პრემიუმ“-ი გამოირჩევა თავისი თხელი პროფილით და ადვილი ინსტალაციით რადგან ის პირდაპირ მონტაჟდება არსებულ კედლებზე და ტიხრებზე სივრცეებს შორის ხმის იზოლაციისთვის. გამოიყენება ბინებში, ოფისებში, აგარაკებსა და ასევე არასაცხოვრებელ ფართებში ოთახებს შორის საყოფაცხოვრებო ხმის დასახშობად. უზრუნველყოფს საჰაერო ხმის შემცირების ინდექსს Rw = 56-59 დეციბელი.
კედლის უკარკასო ხმის საიზოლაციო სისტემა „სლიმ-სუპერ პრემიუმ“
სისტემა „სლიმ სუპერ-პრემიუმ“-ი არის ყველაზე თხელი სისტემა რომელიც პირდაპირ მონტაჟდება არსებულ კედლებზე და ტიხრებზე სივრცეებს შორის ხმის იზოლაციისთვის. გამოიყენება ბინებში, ოფისებში, აგარაკებსა და ასევე არასაცხოვრებელ ფართებში ოთახებს შორის საყოფაცხოვრებო ხმის დასახშობად. ამ სისტემის შემადგენელი ნაწილებია „Sonoplat Combi „-ის პანელები და „Tecsound“ ის მემბრანა. უზრუნველყოფს საჰაერო ხმის შემცირების ინდექსს Rw = 58-62 დეციბელი.
ჭერის სისტემები
ჭერის ხმის იზოლაცია კატეგორია „პრემიუმი“ (კარკასული)
„პრემიუმ“ კლასის ხმის იზოლაციის სისტემა არის პირველი დონის სისტემა. რეკომენდირებულია მრავალბინიან საცხოვრებელი სახლებისთვის და ასევე კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის. ამ სისტემის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ საჰაერო ხმისგან დაცვის ინდექსს Rw = 62 დეციბელს.
ჭერის ხმის იზოლაცია კატეგორია „სუპერ- პრემიუმი“ (კარკასული)
ჭერის ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა კატეგორიით „სუპერ-პრემიუმი“ არის მაღალი საფეხურის სისტემა. რეკომენდირებულია გამოსაყენებლად: უმაღლესი კომფორტის მრავალბინიან საცხოვრებელ ბინებში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, საავადმყოფოებში, გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში და ა.შ... აღნიშნული სისტემა იძლევა საუკეთესო საჰარო ხმის იზოლაციის ეფექტს და ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ყველანაირ სტრუქტურულ ხმაურს კომპოზიტური ხმისიზოლაციის მემბრანა AcousticGyps M1 ის გამოყენებით. ამ სისტემის საჰაერო ხმისგან დაცვის ინდექსი შეადგენს Rw = 69 დეციბელს.
უმაღლესი კლასის ჭერის ხმის საიზოლაციო ჩარჩოს სისტემა "ბუნკერი"
ველაზე მაღალი დონის ჭერის ხმის საიზოლაციო კარკასული ტიპის სისტემა. თუ თქვენ გინდათ გქონდეთ იდეალური კომფორტი და სიჩუმე თქვენს საარსებო სივრცეში იმისდა მიუხედავად თუ რა ხვდება თქვენს ზევით, მაშინ ეს სისტემა თქვენთვისაა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც საცხოვრებელ ბინაში ასევე ყსპეციალური დანიშნულების დაწესებულებებში როგორებიცაა: ხმის ჩამწერი სტუდიოები, საკონფერენციო დარბაზები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, რესტორნები, კარაოკე ბარები და ა.შ... სისტემა „ბუნკერი“ ამცირებს ყველა სიხშირის დიაპაზონის ხმის გადაცემას კედლებისა და იატაკის საშუალებით. საჰაერო ხმის შემცირების ინდექსით Rw = 73 დეციბელი
ტიხრები
შიდა ტიხრების ხმის იზოლაცია კატეგორია „პრემიუმი“ (კარკასული სისტემა)
ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სისტემა ოთახების გასატიხრად. ეს კატეგორია ხშირად გამოიყენება მაღალი კომფორტის საცხოვრებელ ბინებში, სასტუმროებში, ოფისებში, საკონფერენციო ოთახებში და ა.შ....სისტემა უზრუნველყოფს მაღალი დონის ხმის იზოლაციას საჰაერო ხმისგან დასაცავად მათ შორის ვისკოელასტიური მემბრანა Tecsound-ის გამოყენებით . ამ სისტემის საჰაერო ხმაურის შემცირების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 54 დეციბელს
შიდა ტიხრების ხმის იზოლაცია კატეგორია „სუპერ-პრემიუმი“
მაღალი ხმის იზოლაციის დონის სისტემა ოთახების გასატიხრად. ეს კატეგორია ხშირად გამოიყენება მაღალი კომფორტის საცხოვრებელ ბინებში, სასტუმროებში, ოფისებში, საწარმოო დაწესებულებებში და ა.შ....სისტემა უზრუნველყოფს მაღალი დონის ხმის იზოლაციას საჰაერო ხმისგან დასაცავად მათ შორის კომპოზიტური ხმისსაიზოლაციო პანელი AcousticGyps M1-ის გამოყენებით . ამ სისტემის საჰაერო ხმაურის შემცირების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 58 დეციბელს
შიდა ტიხრების ხმის იზოლაცია კატეგორია „ბუნკერი“ (ორმაგი კარკასული სისტემა)
ყველაზე მაღალი ხმის იზოლაციის დონის სისტემა ოთახების გასატიხრად. ეს კატეგორია ხშირად გამოიყენება უმაღლესი კომფორტის საცხოვრებელ ბინებში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ოფისებში, საწარმოო დაწესებულებებში და ა.შ....სისტემა უზრუნველყოფს ძალიან მაღალი დონის ხმის იზოლაციას საჰაერო ხმისგან დასაცავად მათ შორის კომპოზიტური ხმისსაიზოლაციო პანელი AcousticGyps M1-ის გამოყენებით . ამ სისტემის საჰაერო ხმაურის შემცირების ინდექსი შეადგენს ΔLnw = 63 დეციბელს