Acoustic Gypsum „Basic 40“ (რუსეთი) ეს პანელი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ოთახებში დამატებითი ხმის იზოლაციის შესაქმნელად. მონტაჟი ხორციელდება სწრაფად და მარტივად კარკასის სიტემის გამოყენების გარეშე. მისი სისქე შეადგენს სულ 5.2 სანტიმეტრს და ამავდროულად ის ზრდის კედლების ხმის იზოლაციის დონეს 11 დეციბელით რაც აკმაყოფილებს აუცილებელ ნორმატივებს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებში.